თანხის დაბრუნებისა და გამოუცხადებლობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 16 სექტემბერი, 2026

შეკვეთის გაუქმება მომხმარებლის მიერ

გადახდილი შეკვეთის გაუქმება აპლიკაციაში შესაძლებელია გატანის დროის დაწყებამდე — ამ შემთხვევაში თანხა სრულად დაგიბრუნდებათ ანგარიშზე. გატანის დროის დაწყების შემდეგ შეკვეთის გაუქმება აღარ არის შესაძლებელი.

გამოუცხადებლობა / შეკვეთის ჩაუბარებლობა

თუ შეკვეთას გატანის დროის ამოწურვამდე არ წაიღებთ, ის ჩაითვლება გამოუცხადებლად და გადახდილი თანხა უკან აღარ დაბრუნდება, რადგან ობიექტმა პროდუქცია სპეციალურად თქვენთვის შეინახა.

შეკვეთის გაუქმება ობიექტის მიერ

თუ ობიექტი თავად გააუქმებს შეკვეთას, გადახდილი თანხა სრულად და ავტომატურად დაგიბრუნდებათ, რის შესახებაც მიიღებთ შეტყობინებას.

შეფერხება გადახდისას

თუ გადახდის პროცესი ჯავშნის ვადის ამოწურვის შემდეგ დასრულდა და პროდუქცია აღარ არის ხელმისაწვდომი, თანხა სრულად და ავტომატურად დაგიბრუნდებათ.

პრეტენზია პროდუქტის ხარისხზე

გთხოვთ, დაუკავშირდეთ მხარდაჭერის გუნდს: პროფილი → პარამეტრები. პროდუქტის ხარისხზე პასუხისმგებელია თავად ობიექტი (მაღაზია/კაფე). ჩვენ თქვენს საჩივარს გადავუგზავნით პარტნიორს და საჭიროებისამებრ დაგეხმარებით თანხის დაბრუნებაში.

თანხის ასახვის ვადები

თანხა ბრუნდება იმავე ბარათზე, რომლითაც განახორციელეთ გადახდა. საბანკო პროცედურებიდან გამომდინარე, თანხის ანგარიშზე ასახვას, როგორც წესი, 3–10 სამუშაო დღე სჭირდება.

ყველა დოკუმენტი